საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მადრიდის ტურისტულ გამოფენაზე “FITUR MADRID 2025” ეცნობიან

საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, მადრიდში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR-2025 მონაწილეობს. გამოფენას ესწრება ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მაია ომიაძემ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები იყვნენ წარდგენილები.
FITUR-2025-ზე საქართველოს სტენდი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაათვალიერა. 5 დღის განმავლობაში, გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო. ქართულმა სამზარეულომ გამოფენის ვიზიტორებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა. სტუმრებს მადრიდში მდებარე მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი, ქართული რესტორანი ნუნუკა გაუმასპინძლდა. გამოფენას დაესწრო საქართველოს ელჩი ესპანეთში ალექსანდრე ჭკუასელი.
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Tripadvisor-ის ღონისძიებაში მონაწილეობდა. გამოფენის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან, საქართველოში მარკეტინგული კამპანიების გამართვისა და თანამშრომლობის მიზნით. კომპანიებს შორისაა: British Airways, Expedia, Thinkstrawberies, Epic Road Rides, Paramaunt, Edreams odiego და ესპანეთის მარკეტინგული კომპანია Comunica por Cuatro.
FITUR-2025-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის, სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და კერძო სექტორის ათამდე კომპანიაა წარდგენილი.
FITUR-2025-ზე 152 ქვეყანა, 10 ათასამდე კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. მადრიდის ტურისტულ გამოფენას 153 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს