საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ოთხი მედალი მოიპოვა

აშშ-ში ქ. აუსტინში ჩატარებულ მსოფლიოს თასზე „Consulate’s Cup 2025“ დიდებში ბრწყინვალედ იასპარეზა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა. ნაკრებიდან მხოლოდ ორი სუმოისტი მონაწილეობდა ამ ტურნირზე და მათ 4 მედალი (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) მოიპოვეს.
ქართული ფინალი ვიხილეთ მძიმე წონაში (+115 კგ) ბადრი ხატისკაცსა და ლაშა ჯელაძეს შორის, სადაც ბადრი ხატისკაცმა გაიმარჯვა და ვერცხლის მედალი ლაშა ჯელაძეს ერგო.
მეორე ოქროს მედალი საქართველოს ლაშა ჯელაძემ მოუტანა, მან აბსოლუტური წონის ფინალში, მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
მეოთხე მედალი ბადრი ხატისკაცმა მოიპოვა ასევე აბსოლუტურ წონაში, იგი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!