საქართველოს ნაკრებმა იუნიორებს შორის ტრიატლის გუნდურ ესტაფეტაზე მედალი მოიპოვა

თურქეთში ლაზერულ სირბილში, ბიატლსა და ტრიატლში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. იუნიორების ასაკობრივ კატეგორიაში ტრიატლის გუნდურ ესტაფეტაზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს გიორგი ცხადაძემ და დავით დონაძემ.
იუნიორების კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ცხადაძემ ლაზერულ სირბილში სამკილომეტრიანი დისტანცია (5X600 მ) დაფარა, ოთხჯერ ისროლა 10-მეტრიანი დისტანციიდან მიზანში, ეს ყველაფერი 10:27:99 წამში შეძლო და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
გუნდურ ესტაფეტაში იუნიორების ასაკობრივი კატეგორიის გამარჯვებულები გახდნენ გიორგი ცხადაძე და დავით დონაძე, მათ 3600 მეტრი (3X600 მ) დაფარეს, ორ-ორჯერ ისროლეს 10 მეტრიდან მიზანში და საუკეთესო შედეგი – 12:28:21 წამი დააფიქსირეს.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება