ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს სახალხო დამცველი გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროს მრჩეველს ვლადიმერ შკოლნიკოვს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროს მრჩეველს ვლადიმერ შკოლნიკოვს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში, ისაუბრეს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის აღსრულების საკითხზე, ასევე ბავშვების, ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობაზე.
„სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა ფემიციდის შემთხვევების სტატისტიკას და აღნიშნა, რომ ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები გაძლიერებას საჭიროებს.
ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე, ბორდერიზაციასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ხაზი გაუსვა ინსტიტუტებს შორის მრავალწლიან ურთიერთობას და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.