ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ამილახვარმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში, დიდიე ტღებიუკთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საქართველოში განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერისთვის.
„გიორგი ამილახვარმა სტუმარს სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე, ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს გაეროსთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს და აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა.
თავის მხრივ, დიდიე ტღებიუკმა დადებითად შეაფასა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და მინისტრს ახალი ინიციატივების განხორციელების საქმეში სრული მხარდაჭერა აღუთქვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.