ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა.
სამეთვალყურეო საბჭო ბიძინა ბეჟუაშვილმა და გრიგოლ ჭირაქაძემ საბჭო დატოვეს, მათ ნაცვლად 3 წლის ვადით აირჩიეს მარინა გულედანი და დავით ნიშნიანიძე. ასევე 3 წლის ვადით ხელახლა აირჩიეს თეიმურაზ ირემაშვილი, ნატო ხაინდრავა და გიორგი თხელიძე.
საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოში 12 წევრია. საბჭოს თავმჯდომარეა მერი ჩაჩანიძე. წევრები არიან: ირაკლი კირტავა, ოთარ შარიქაძე, ზურაბ ქოქოსაძე, გიორგი მეგრელიშვილი, ტარიელ გვალია, თეა ჯოხაძე, მარინე გულედანი, დავით ნიშნიანიძე, ნატო ხაინდრავა, გიორგი თხელიძე, თეიმურაზ ირემაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.