ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გალტ & თაგარტი საინვესტიციო შესაძლებლობებისა და საფონდო ბირჟის ტენდენციების შესახებ ვებინარს გამართავს

მათთვის, ვისაც საფონდო ბირჟაზე არსებული ტენდენციები აინტერესებს და სურს გაიგოს, რა შესაძლებლობები არსებობს გლობალურ ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით, გალტ & თაგარტი ონლაინ შეხვედრას გამართავს. ვებინარი 24 იანვარს, 19:00 საათზე გაიმართება და მისი მთავარი თემა „საინვესტიციო შესაძლებლობები და საფონდო ბირჟის ტენდენციები“ იქნება.

შეხვედრაზე სპიკერები - ნიკოლოზ მაზანაშვილი, გალტ & თაგარტის ასოცირებული ბროკერი და დავით ნიშნიანიძე, გალტ & თაგარტის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი, ინვესტირების ძირითად პრინციპებზე, 2023 წელს საფონდო ბირჟაზე გამოკვეთილ ტენდენციებსა და 2024 წლის მოლოდინებზე ისაუბრებენ.

ამასთან, ისინი აუდიტორიას გალტ & თაგარტის სერვისებსა და მათი მეშვეობით გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე შექმნილ საინვესტიციო შესაძლებლობებს გააცნობენ. ვებინარზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.