ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის პირველი ტურის ფარგლებში, ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე გაიმართება.
მატჩის მიმართ ინტერესი დიდია. ბილეთები ერთ საათში გაიყიდა. მიხეილ მესხის სტადიონის მაქსიმალური ტევადობა 27 223 მაყურებელზეა გათვლილი.
საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებები ისტორიაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს 2024 წლის 22 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფის მეორე ტურის მატჩში. შეხვედრა გაიმართა ჰამბურგში, „ფოლკსპარკშტადიონზე“ და დასრულდა ანგარიშით - 1:1. პირველ ტაიმში გოლი გაიტანა ჟორჟ მიქაუტაძემ - თერთმეტმეტრიანი დარტყმით, ხოლო მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე, ანგარიში პატრიკ შიკმა გაათანაბრა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, 10 სექტემბერს, სტუმრად, ალბანელ ფეხბურთელებს დაუპირისპირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.