ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ნაკრები ჩეხეთის გუნდზე ძვირია - ვინ არიან ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები

საქართველოს ნაკრები ჩეხეთის გუნდზე ძვირია - ვინ არიან ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები

დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორია საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების ღირებულება და ამასთანავე, ვინ არიან ნაკრებების Top-5 ძვირადღირებული ფეხბურთელები.
სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 177.55 მლნ ევროს შეადგენს, ჩეხეთის ნაკრების ფასი კი 170.45 მლნ ევროა.
რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებულ 5 ფეხბურთელს, სია ასე გამოიყურება:
საქართველოს ნაკრები:
· ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო
· გიორგი მამარდაშვილი - 45 მლნ ევრო
· გიორგი მიქაუტაძე - 20 მლნ ევრო
· ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო
· ირაკლი აზაროვი - 3 მლნ ევრო
ჩეხეთის ნაკრები:
· თომაშ სოუჩეკი - 30 მლნ ევრო
· პატრიკ შიკი - 22 მლნ ევრო
· ადამ ჰლოჟეკი - 12 მლნ ევრო
· მარტინ ვიტიკი - 12 მლნ ევრო
· ლადისლავ კრეიჩი - 10 მლნ ევრო
წყარო: ბიზნესპრესნიუსი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.