საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს

ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია. დელეგაცია, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელ პირებს ხვდება პეკინსა და შანხაიში. მთავარი საკითხი კი – შუა დერეფანია, თუმცა საუბრები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების გამოწვევებსაც ეხება.
პეკინში მყოფმა ქართულმა დელეგაციამ კიდევ ერთხელ მიიღო ურყევი პირობა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩინეთის მხრიდან მუდმივად მხარდაჭერილი იქნება.
მმართველი პარტიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიქტორ სანიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი ოპოზიციის გასვლით შეხვედრებზე: ოპოზიციაში ეშინიათ მოსახლეობასთან პირისპირ კომუნიკაციის, რაც იმას მოწმობს, რომ ისინი ვიღაცის დასანახად და რაღაც დავალების შესასრულებლად აწყობენ ე.წ. შეხვედრებს