საქართველოს მაღალი დონის დელეგაცია ჩინეთში იმყოფება – რა ორმხრივი ინტერესი აქვთ ქვეყნებს და რა შედეგებს ელის ქართული დელეგაცია ვიზიტისგან

ბოლო 6 თვეში უკვე მეორედ, საქართველოს მაღალი დონის დელეგაცია ჩინეთში ჩავიდა.
დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ევროკავშირისა და აზიის ბაზრების ურთიერთობაში, შუა დერეფანს, როგორც ყველაზე მოკლე მარშრუტს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებს პეკინსა და შანხაიში მართვას. დელეგაციას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ხელმძღვანელობს.
მთავარი შუა დერეფანია, თუმცა საუბარი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე და უსაფრთხოების გამოწვევებზეც მიდის. ეს ეხება როგორც შავი ზღვის რეგიონს, ისე ახლო აღმოსავლეთს.
მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც.
პეკინში მყოფმა ქართულმა დელეგაციამ, კვლავაც მიიღო ურყევი პირობა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩინეთის მხრიდან მუდმივად მხარდაჭერილი იქნება.
მმართველი გუნდის დელეგაცია ჩინეთში 20 იანვრამდე დარჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

გულუბრყვილო ვინმე თუ იფიქრებდა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ოდნავ მაინც განსხვავებული იქნებოდა ევროსტრუქტურების მიერ ერთ ხმაში გაჟღერებული პოზიციისგან – მართლდება ცნობილი ანდაზა, რომ ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს