ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის უფასო ვებ-გვერდის პროექტის მეოთხე ეტაპს იწყებს

საქართველოს სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის გადახდის სისტემით ინტეგრირებულ უფასო ვებ-გვერდის პროექტის მეოთხე ეტაპს იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონკურსში გამარჯვებულ მეწარმეებს მათ ბიზნეს საქმიანობაზე მორგებული ვებ-გვერდი უფასოდ გადაეცემათ.
„პროექტის მიზანია, საქართველოში ონლაინ ვაჭრობის განვითარებას და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ელექტრონული კომერციის საშუალებით ხელი შევუწყოთ.
კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ყველა მეწარმეს, რომელსაც სურს გაყიდოს საკუთარი პროდუქცია ინტერნეტით.
სავაჭრო პალატა გამარჯვებული მეწარმეებისათვის უზრუნველყოფს: უფასო ვებ-გვერდის დამზადებას; ვებ-გვერდის მართვის უფასო ტრენინგს; ერთწლიან უფასო დომენს; ერთწლიან უფასო ჰოსტინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მეწარმეებმა უნდა შეავსონ კითხვარი ბმულის საშუალებით: https://docs.google.com/…/1FAIpQLSfVKz1N4As3fDaJCH…/viewform
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 8 იანვარი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.