სავაჭრო პალატა კომპანიებს ეხმარება პროფესიულ განათლებაში ჩაერთონ

საქართველოს სავაჭრო პალატის, უნარების სააგენტოსა და UNDP-ის მიერ ერთობლივად პროფესიულ განათლებაში ჩართული კომპანიების ინსტრუქტორების მომზადების სტანდარტი შემუშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში, პედაგოგიური და მეთოდოლოგიური მიმართულებით, სტანდარტის შესაბამისად კომპანიის ინსტრუქტორები გადამზადდნენ.
პალატის გენერალური დირექტორის მოადგილის, მაგდა ბოლოთაშვილის განცხადებით, კომპანიების ინსტრუქტორების გადამზადება სტანდარტის შესაბამისად გაგრძელდება, რაც ინსტრუქტორებს მისცემს შესაძლებლობას, უზრუნველყონ პრაქტიკული ცოდნის გაზიარება კომპანიის ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და სრულფასოვნად ჩაერთონ პროფესიული განათლების სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დაგეგმვა-განხორციელებისა და შეფასების პროცესში.
“თავის მხრივ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქვეყანაში შრომის ბაზრის საჭიროებების შესაბამისი სამუშაო ძალის განვითარებას. სავაჭრო პალატა რეგულარულად განახორციელებს აღნიშნულ პროგრამას და უახლოეს კურსს 2024 წლის იანვრიდან დააანონსებს”, – განაცხადა მაგდა ბოლოთაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს