ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს რაიმე გზით უნდა დავუჭიროთ მხარი, საუკეთესო გზას ვიპოვით, ბალტიის ქვეყნებს პერსონალური სანქციები აქვთ დაწესებული, თუმცა საჭიროა კონსენსუსი – ედგარს რინკევიჩსი

საქართველოს მხარდასაჭერად საუკეთესო გზას ვიპოვით, ვფიქრობ, ამ გზებზე თანამოაზრე ქვეყნების ლიდერებთან ვისაუბრებთ, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.
მისი თქმით, ბალტიის ქვეყნებს პერსონალური სანქციები აქვთ დაწესებული და ეს არის ის მიმართულება, რომელზეც ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ, თუმცა საჭიროა კონსენსუსი.
„საქართველოს რაიმე გზით, პოლიტიკურად და სიმბოლურად უნდა დავუჭიროთ მხარი, იქნება ეს ერთობლივი ვიზიტები თუ სხვა რამ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბალტიის ქვეყნები იყვნენ პირველები, რომლებმაც პერსონალური სანქციები დააწესეს. ეს არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენი დიპლომატები ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ, მაგრამ საჭიროა კონსენსუსი. ეს საკითხი უახლოეს დღეებში განიხილება. ვფიქრობ, საქართველოს მხარდასაჭერად საუკეთესო გზას ვიპოვით, მაგრამ ვფიქრობ, ამ გზებზე ვისაუბრებთ თანამოაზრე ქვეყნების ლიდერებთან“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.