ევროპარლამენტარი თიის როიტენი – მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველებს, ეს ნიშნავს სანქციებს „ქართული ოცნების“ ლიდერების და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ახალ, სამართლიან არჩევნებს

ყოველ საღამოს, ყოველ ღამით ათასობით ქართველი ქუჩებში გამოდის დემოკრატიის დასაცავად, საკუთარი ევროპული მომავლის დასაცავად, – ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა მანიპულირებული, რუსეთის ძლიერი ზეგავლენით ჩატარებული არჩევნების გზით.
„ის რუსეთის და უზომოდ მდიდარი ოლიგარქის ზეგავლენის ქვეშაა. მათ გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან ქართველთა 80 პროცენტზე მეტის ნების საწინააღმდეგოდ. ოფიციალურ შედეგებამდე და ეგზიტპოლებამდეც კი, იყო მილოცვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მხრიდან. ისინი არც კი ცდილობენ, არჩევნების გაყალბება დამალონ“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.
მისი თქმით, ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით.
„მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველებს. ეს ნიშნავს სანქციებს „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ, ახალ, სამართლიან არჩევნებს, უნდა შეწყდეს ძალადობა დემონსტრანტების, აქტივისტების, ჟურნალისტების წინააღმდეგ, დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, – აცხადებს ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ ეხმაურება მამა ექვთიმე ზაალ ლატარიას განცხადებას, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს – “ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს”

ხატია დეკანოიძე: ორი კვირაზე მეტი გავიდა შანიძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან… საკმარისი მტკიცებულებები დაგროვდა იმისთვის, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპასუხონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს