ეროვნული ბანკი – საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -29.2 მლრდ დოლარი შეადგინა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -29.2 მლრდ დოლარი (-78.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -98.7 პროცენტია (მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი მშპ-ს -103.9 პროცენტი იყო). ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 337.6 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.
“2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 15.6 მლრდ აშშ დოლარია (41.8 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 386.5 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 44.8 მლრდ აშშ დოლარი (120.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 48.9 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე,“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ