საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მშვიდობის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც ფინეთის ორგანიზებით, მშვიდობის თემაზე გაიმართა.
ღონისძიებაზე, სახელწოდებით – “მშვიდობის დაპირების განმტკიცება ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოყენებით”, ლიდერებმა კონფლიქტების პრევენციისა და მათი მშვიდობიანი მოგვარების გზები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობას.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფა საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევისა და  დიპლომატიური ინსტრუმენტების უფრო ეფექტიანად გამოყენების განსაკუთრებულ მნიშვნელობას საერთო გამოწვევების დასაძლევად.
დახურული ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომელიც ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბის ორგანიზებით გაიმართა, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით