ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები

დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დღეს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი დღეს მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მულტილატერალიზმს მიეძღვნება.
„დღეს, ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ევროკავშირის ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნება მულტილატერალიზმს და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ დისკუსიაში“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ირაკლი კობახიძე, გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში იღებს მონაწილეობას, 24 სექტემბერს კი დებატებზე სიტყვით გამოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.