საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტს დაესწრო, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენა ქართული ღვინის კულტურისა და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის წარმოჩენას ისახავდა მიზნად.

გალაკონცერტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და მას პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობების, ბიზნესის წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება – მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ