ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაციას დაესწრო.
ინტრონიზაცია ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვაზე შედგა. საქართველოს პრეზიდენტი სვეტიცხოვლის ტაძარში შვილებთან, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.