ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს პრეზიდენტს 16 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

საქართველოს პრეზიდენტს 16 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები 16 ქვეყნის: ისრაელის, საფრანგეთის, უნგრეთის, ირლანდიის, ავსტრალიის, მონტენეგროს, სამხრეთ აფრიკის, ჩილეს, ყირგიზეთის, კონგოს, პორტუგალიის, ახალი ზელანდიის, ბელარუსის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკების, ასევე, ომანის სასულთნოსა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა ელჩებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ღონისძიებაში მონაწილეობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ქეთევან კვინიკაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა მიიღეს.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.