საქართველოს შესახებ ზელენსკის განცხადებაზე – არ მინდა, ომში მყოფი ქვეყნის ლიდერთან პოლემიკაში შევიდე – ასეთი დამოუკიდებელი და ეროვნულ ინტერესებზე მდგარი ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია

არ მინდა, რომ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერთან პოლემიკაში შევიდე – ასეთი დამოუკიდებელი, სუვერენული და ეროვნულ ინტერესებზე მდგარი ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებას, რომელმაც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რუსეთის მხრიდან საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა, რომ „ევროპამ საქართველო დაკარგა და მოლდოვის დაკარგვა არ უნდა დავუშვათ“.
ყაველაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ უკრაინაში ომის დაწყების პირველ დღეებში, ქვეყნის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნა, რომ ქვეყნის მიმართ, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების კუთხით პირველ ხუთეულში იყო, მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები დაუშვებელია.
„არ მინდა, რომ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერთან პოლემიკაში შევიდე. რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია თითოეული ქართველისთვის და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი დამოუკიდებელი, სუვერენული და ეროვნულ ინტერესებზე მდგარი ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია. თუ გავიხსენებთ მის [ზელენსკის] ქმედებებს ომის დაწყების პირველ დღეებში, როცა იბომბებოდა, ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი საელჩოს წარმომადგენლები დარჩნენ მაშინ კიევში და ერთ -ერთი იყო საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი და რა იკადრა ამ ადამიანმა ?! – გააძევა საქართველოს ელჩი, დაბომბვის დროს იქ დარჩენილი ადამიანი, რომელმაც ამ ყველაფერს გაუძლო და იქ იყო ფიზიკური განადგურების საშიშროების ქვეშ, ამ ქვეყნის ელჩი გააძევა. ითხოვდა მოხალისეების გაგზავნას და ჩვენ რომ მოხალისეები არ გავგზავნეთ, ელჩი გააძევა. სრულიად უანგაროდ ყველა მოქალაქე ვიყავით განწყობილი, რომ დავხმარებოდით უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარების ხუთეულში იყო პატარა საქართველო. წარმოიდგინეთ, თქვენი ქვეყნისთვის ვინმე ასე რომ აკეთებდეს, რომელიმე ქვეყანა და რომელიმე ქვეყნის ხალხი – შეიძლება, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი ქმედებები განახორციელო ?!“ – განაცხადა ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს