საქართველოს პრეზიდენტი ფიბა ევროპის პრეზიდენტს ხორხე გარბახოსას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ფიბა ევროპის პრეზიდენტს ხორხე გარბახოსას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ფიბა ევროპის პრეზიდენტს, ხორხე გარბახოსას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი კალათბურთში 16-წლამდელთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს შეეხო, რომელიც თბილისში ტარდება. მიხეილ ყაველაშვილმა ფიბა ევროპის პრეზიდენტს საქართველოსთვის ნდობის გამოცხადებისა და პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობის უფლების მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ფიბასთან მჭიდრო თანამშრომლობა ქართული კალათბურთის მომავალი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. „დიდად ვაფასებთ ქართული კალათბურთის განვითარების ხელშეწყობისთვის ფიბას მნიშვნელოვან მხარდაჭერასა და ძალისხმევას. ჩვენ გვჯერა, რომ ფიბასთან მჭიდრო თანამშრომლობა არის ქართული კალათბურთის მომავალი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შეხვედრის დასასრულს მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ტურნირი საქართველოში კალათბურთის პოპულარობას კიდევ უფრო გაზრდის. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება