არქივი16 აგვისტო, 2025, 17:24
პრემიერ-მინისტრი კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ხორხე გარბახოსას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კალათბურთის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არსებულ გეგმებს.
განიხილეს თბილისში 16 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობა. ხორხე გარბახოსამ
პრემიერ-მინისტრს ჩემპიონატის მასპინძლობისა და მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე წარმატებები უსურვა.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.