ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა და მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა

საქართველოს პირველმა ლედიმ, ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.
თამარ ბაგრატიონი პირველი რესპუბლიკის მოედანზე შვილებთან და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
პირველმა ლედიმ საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალი წელი მიულოცა.
„ჩემს ლამაზ საქართველოს ვულოცავ შობის დღესასწაულს. ჩემს ხალხს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, კეთილდღეობა. მე მჯერა, რომ სიყვარული გადაგვარჩენს. უფალი იყოს ჩვენი მფარველი”, – განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2000 წლიდან, თბილისში ქრისტესშობის დღესასწაულის საზეიმო მსვლელობა „ალილო“ განსაკუთრებული მასშტაბურობით აღინიშნება.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.