საქართველოს პარლამენტის წევრებმა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართეს

ფინეთი, დეკემბერში მხარს დაუჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროპული საბჭოს სხდომაზე, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის ფინეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქართველ დეპუტატებს ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება მიულოცეს და ბოლო თვეებში საქართველოს მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯები პოზიტიურად შეაფასეს.
„შეხვედრაზე ასევე განიხილეს დეოკუპაციისა და ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხი, ქართულმა მხარემ მადლიერება გამოთქვა ფინეთის წარმომადგენლების როლზე EUMM- ის მისიებში. ფინეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ნაბიჯების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა გამოთქვეს.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ჯგუფის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი, პარლამენტის წევრები: გრეტა წიწავა და ნიკა მაჭუტაძე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ