საქართველოს პარლამენტი ხმას არ იღებს უკრაინის მხარდასაჭერად – სალომე სამადაშვილი

საპარლამენტო ოპოზიციის წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, მიმდინარე კვირას პარლამენტს საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად მრავალპარტიული მხარდაჭერის გამოხატვა შეეძლო და ეს არ გააკეთა.
„დღეს, როდესაც უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის, საკუთარი და ჩვენი გადარჩენისთვის, გასაოცარია, რომ საქართველოს პარლამენტი ხმას არ იღებს უკრაინის მხარდასაჭერად. უკრაინასთან მოლაპარაკებებიც უნდა გახსნას ევროკავშირმა, ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხედრო და ფინანსური დახმარებაც უნდა გამოუყოს და ამის ნაცვლად გვესაუბრებით იმაზე, რომ პუტინის მოკავშირე ორბანი უკრაინას ბლოკავს, მაგრამ ჩვენ არაო და ამაზე საუბრობთ ნიშნისმოგებით. ძალიან ხშირად გწყინთ, როდესაც ვამბობთ, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურებით და არა – ქართველი ხალხისას. სამწუხაროდ, მიმდინარე კვირას ამ პარლამენტს შესაძლებლობა ეძლეოდა, ეჩვენებინა მრავალპარტიული, ერთსულოვანი მხარდაჭერა ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვისაც, უკრაინისთვისაც და ჩვენი მოქალაქეების დაცვის უზრუნველყოფისთვისაც, მაგრამ, ამის ნაცვლად, ზიზღისა და ტყუილების კამპანიას აგრძელებთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს