არ მგონია, უნგრეთის უკრაინის მიმართ წინააღმდეგობის გარდა რაიმე სახის ხელის შემშლელი ჰქონდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას – ხატია დეკანოიძე

კანდიდატის სტატუსის მოპოვება სახელმწიფოებრივი მიზანია – აცხადებენ თბილისში. პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ყველა ბრიუსელისგან დადებით გადაწყვეტილებას ელოდება. პარტიები იმედოვნებენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პირები კონსენსუსის მიღწევას შეძლებენ.
“ქართველი ხალხის ბრძოლამ შედეგი გამოიღო და გეოპოლიტიკური დღის წესრიგი, მათ შორის ევროკავშირის, კარნახობს მათ, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. რეალურად, დღეს კანდიდატის სტატუსს მხოლოდ იმიტომ გვანიჭებენ, რომ სწორედ გეოპოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ევროკავშირს სურს, რომ სწრაფად დაიწყოს მოძრაობა წინ უკრაინასთან და სხვა ქვეყნებთან,” – აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი .
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტები” წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ უნგრეთი-უკრაინის გარდა, საქართველოს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელის შემშლელი ფაქტორი არ აქვს.
“დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ან ხვალ ყველანი ერთად ჩვენ ძალიან სასიხარულო ამბით შევხვდებით საქართველოს კანდიდატის სტატუსის ფორმალიზებას. მე არ მგონია, რომ უნგრეთის უკრაინის მიმართ წინააღმდეგობის გარდა, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება ითქვას გუშინ ალბათ გადაილახა, რაიმე სახის ხელის შემშლელი ჰქონდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას.
საქართველოსთვის ეს არის გეოპოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობის საკითხი, ქართველი ხალხის არჩევანი,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტები” წევრი ხატია დეკანოიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს