საქართველოს პარლამენტი კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებულ სხდომას მასპინძლობს

საქართველოს პარლამენტი კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებულ სხდომას მასპინძლობს, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
ღონისძიება კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძემ გახსნა. დამსწრეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, უმრავლესობის წევრებმა და საკონსულტაციო საბჭოს მდივანმა, ვალერი ასათიანმა. ღონისძიების ბოლოს გაიმართა პანელური დისკუსია. სადისკუსიო თემებს შორისაა სახელოვნებო განათლების რეფორმის მნიშვნელობა საქართველოში.
ახალგაზრდების ცნობიერებისა და შემოქმედების ამაღლება თანამედროვე სამყაროში. კულტურის მეშვეობით ლიდერი ქალების როლი საზოგადოებაში და კულტურის როლი სამშვიდობო პროცესებში.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოხსენებების მოსმენა. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ, ასევე სპეციალურად მოწვეული
სტუმრები საზღვარგარეთიდან ირინა ბოკოვა, ხასან ჰალილი და დავით ჩიკვაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან