პარლამენტში კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა იმართება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან

პარლამენტში კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა იმართება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
ღონისძიება კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ გახსნა. დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე პირველი ვიცე – სპიკერი გია ვოლსკი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საკონსულტაციო საბჭოს მდივანი ვალერი ასათიანი მიმართავენ, რის შემდეგაც გაიმართება პანელური დისკუსია, რომლის მოდერატორიც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იქნება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ასევე აშშ- ის, გერმანიის, ჩეხეთის, იტალიის, იაპონიის, ბულგარეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანისა და საფრანგეთის ელჩების მოხსენებების მოსმენა.
პანელური დისკუსიის ფარგლებში განიხილავენ სახელოვნები განათლების რეფორმის მნიშვნელობას, სამშვიდობო პროცესში კულტურის როლს და კულტურისა მეშვეობით ლიდერი ქალების როლს საზოგადოებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის