საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეთა ნაწილი ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობით მივიდა. მანამდე მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები.
პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”.
მათ თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე საპროტესტო ბანერები. პარლამენტის მიმდებარე პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება