ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.
პარლამენტთან შეკრებილ მომიტინგეებს სამი საპროტესტო მარშის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან გაერთიანებული მსვლელობით მივიდნენ.
თავდაპირველად, მსვლელობის მონაწილეების ნაწილი ირანელი ხალხის მხარდასაჭერად ირანის საელჩოსთან შეიკრიბა, საიდანაც ისინი მარშით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდნენ და იქ შეკრებილებს შეუერთდნენ - უნივერსიტეტთან მყოფები განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს აპროტესტებენ. მოგვიანებით, ისინი მსვლელობით ფილარმონიასთან მივიდნენ, საიდანაც ტრადიციული, „შაბათის მარშის“ მონაწილეებთან ერთად პარლამენტისკენ დაიძრნენ.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.