ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 9 ივნისს ამხანაგურ მატჩს გამართავს.
წლის პირველი ამხანაგური მატჩის ფარგლებში, ჩვენი გუნდი მონტენეგროს ნაკრებს ესტუმრება. მატჩი პოდგორიცაში, "გრადსკი სტადიონზე" გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პირველ ოფიციალურ მატჩს საქართველოს ნაკრები 21 მარტს გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩვენი გუნდი ლუქსემბურგის ნაკრებს დინამო არენაზე უმასპინძლებს.
წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს, რომელიც 26 მარტს გაიმართება. ფინალურ შეხვედრას საქართველო - ლუქსემბურგის წყვილში გამარჯვებული უმასპინძლებს.
nakrebi.ge

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.