ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს მოქალაქეების მოწოდება უნდა იყოს შესმენილი, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ სატელეფონო საუბრისას ჩვენ განვიხილეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და გავიმეორეთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა იმ ქართველის მიმართ, რომელიც თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს აყენებს წინ. საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისკენ, უნდა იყოს შესმენილი. აქტიური დებატები არის ქვაკუთხედი და ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი“, – წერს შარლ მიშელი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.