არქივი2 მაისი, 2024, 10:11
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო - საქართველოს მოქალაქეების ხმა გაგონილ უნდა იქნეს! - მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული
საქართველოს მოქალაქეების ხმა გაგონილ უნდა იქნეს! მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული, - ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო აცხადებს.
„ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს გახდნენ ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრები.
მათი ხმა გაგონილ უნდა იქნეს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.