არქივი19 სექტემბერი 2025, 18:56
საქართველოს მკლავჭიდის ახალგაზრდულმა და პარამკლავჭიდის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა 132 მედლით დაასრულა

ბულგარეთში მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა.
საქართველოს ახალგაზრდული მკლავჭიდის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მკლავჭიდელებმა 32 მედალი მოიპოვეს, აქედან – 19 ოქრო, 6 ვერცხლი და 7 ბრინჯაო.
პარამკლავჭიდის ნაკრებმა კი ასპარეზობა მამაკაცებში პირველი, ხოლო ქალებში გუნდური მესამე ადგილით დაასრულა, სულ კი 100 მედალი მოიპოვა; აქედან 42 ოქროს, 35 ვერცხლისა და 23 ბრინჯაოს მედალია.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.