არქივი25 ნოემბერი, 2024, 10:38
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთის ნაკრები დაამარცხა

„ევრობასკეტ 2025″-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთის ნაკრებს უმასპინძლა.
შეხვედრის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 38:40 დათმო, საბოლოოდ კი მატჩი 17 ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 81:64 მოიგო.
ფინეთთან საშინაო მატჩში გამარჯვების შემდეგ საქართველომ ჯგუფში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. მომდევნო მატჩებს ეროვნული ნაკრები 2025 წლის თებერვალში დანიისა და სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.