არქივი22 ნოემბერი, 2024, 10:05
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთის ნაკრები დაამარცხა

„ევრობასკეტ 2025″-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 90:83, დასრულდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ამერიკელი კამარ ბოლდუინის დებიუტი შედგა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები FIBA EuroBasket 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ საშინაო თამაშს ფინეთის წინააღმდეგ, 24 ნოემბერს 18:50 საათზე, „თბილისი არენაზე“ გამართავს.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.