საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა, რომელიც უკრაინაში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ფუნქციას ასრულებს.
ინფორმაცია უკრაინის პოლიციის საიტზე აისახა.
ზურაბ ადეიშვილი თავადაც იძებნებოდა ინტერპოლით. კერძოდ, „ქართული ოცნების“ ხელუსუფლებაში მოსვლის შემდეგ რამდენიმე საქმეში ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილზე წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით პროკურატურამ ინტერპოლს 2013 წლის 10 იანვარს მიმართა. შუამდგომლობა 2013 წლის 14 ნოემბერს დაკმაყოფილდა და ზურაბ ადეიშვილი საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდა.
2015 წლის 9 აპრილს ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი გააუქმა.
მაშინ საქართველოს პროკურატურამ თქვა, რომ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ზ. ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი“.
მას შემდეგ საქართველომ რამდენჯერმე სცადა მისი ძებნის განახლება, თუმცა ინტერპოლის პოზიცია უცვლელი დარჩა.
მას შემდეგ, რაც ინტერპოლმა მასზე ძებნა შეწყვიტა, ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლების მრჩეველი გახდა. თავდაპირველად ის რეფორმების საკითხებში სხვა ქართველ ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად მუშაობდა.
2020 წელს მან დაიკავა უკრაინის გენერალური პროკურორის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია (საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობისა და რეფორმების მიმართულებით).
2022 წლის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ის უკრაინის გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა, ძირითადად საერთაშორისო ტრიბუნალების, ომის დანაშაულების გამოძიებისა და დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციის საკითხებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია