ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს თასის გათამაშება მერვედფინალური სერიებით დაიწყო

დღეს სტარტი აიღო საქართველოს თასის გათამაშებამ, რომელშიც სუპერლიგის 11-ივე და “ა” ლიგის 5 გუნდი მონაწილეობს. წილისყრის შედეგად გუნდები მერვედფინალში დაწყვილდნენ და იანვრის დარჩენილ პერიოდში ტურნირის 8 საუკეთესო გვეცოდინება. მერვედფინალური სერიები 2-მატჩიანია და ასევე იქნება მარტის თვეში დაგეგმილი მეოთხედფინალებიც. საუკეთესო კვარტეტი ოთხთა ფინალის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 9-10 აპრილს გაიმართება და იქ სერიების ნაცვლად ერთმატჩიანი ნახევარფინალები და ფინალი იქნება.
დღეს 4 მერვედფინალურ სერიაში პირველი მატჩები გაიმართა. მხოლოდ 1 წყვილში დაფიქსირდა მოულოდნელი შედეგი: “ა” ლიგის წარმომადგენელმა, ახალშექმნილმა ვიქტორ სანიკიძის აკადემიამ 84:81 დაამარცხა სუპერლიგის
ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი “ბათუმი”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორმატჩიან სერიაში აკადემიელები 3 ქულით დაწინაურდნენ. საპასუხო შეხვედრა 25 იანვარს, ბათუმში გაიმართება და თუ აჭარულმა კლუბმა 4 ქულით არ იმარჯვა, მეოთხედფინალში ვსა გავა. 3-ქულიანი სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში ოვერტაიმი დაინიშნება.
დანარჩენ 3 შეხვედრაში მეტ ინტერესს სუპერლიგის გუნდების – რაშისა და გორის ივერიონის დაპირისპირება იწვევდა. სუპერლიგის 2 დებიუტანტის მატჩი შიდაქართლელთა გამარჯვებით – 94:80 დასრულდა, რაც დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი გორელებისთვის გვარიანი ჰანდიკაპია. შინაურ კედლებში, 27 იანვარს დანიშნულ სერიის საპასუხო მატჩში, ივერიონს 14-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება მართებს.
კიდევ 2 წყვილში სუპერლიგისა და “ა” ლიგის გუნდები ხვდებიან. ქუთაისმა სერიის პირველი მატჩი თბილისი არენაზე დამაჯერებლად 95:76 (სტატისტიკა) მოუგო ვერას და საპასუხო შეხვედრის წინ 19-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. კიდევ უფრო დიდი სხვაობა დაფიქსირდა გაუ-სა და ასტრალის მატჩში. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდმა 34 ქულით – 97:63 დაამარცხა ასტრალი და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
მერვედფინალის დარჩენილ 4 წყვილში სერიის პირველი მატჩები 23 იანვარს გაიმართება:
თსსუ – თსუ 14:00
კავკასია – ორბი 16:00
სოხუმი-საქართველო – გურჯაანი 18:00
მარგვეთი – რუსთავი 20:00
GBF.GE

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.