ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ლეგენდარული ქართველი ჩემპიონის, მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშება

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ლეგენდარული ქართველი ჩემპიონის, მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშება.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა სწრაფ ჭადრაკში.
თასის გათამაშება ორ ტურნირად: ქალთა და ვაჟთა შორის გაიმართა.
ვაჟთა შორის 44 მოჭადრაკე ასპარეზობდა, მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრები და ქვეყნის ჩემპიონები სხვადასხვა წლებში, საერთაშორისო დიდოსტატები: ბაადურ ჯობავა, გიგა ყუფარაძე, ლევან ფანცულაია, თორნიკე სანიკიძე და მერაბ გაგუნაშვილი.
ქალთა შორის 29 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის ევროპის 2023 წლის ჩემპიონი, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის (2015;2023 წწ) გამარჯვებული მერი არაბიძე, 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის
გამარჯვებული, სოფიკო ხუხაშვილი.
ორივე ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ვაჟთა შორის 9-იდან 7,5 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა ბაადურ ჯობავამ, ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა მეორე საპრიზო ადგილზე გასულმა ლევან ფანცულაიამ.
6,5-6,5 ქულით III – VII ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
3.გიგა ყუფარაძე;
4.თორნიკე სანიკიძე;
5.ნიკოლოზ პეტრიაშვილი;
6.დავით ნემსაძე;
7.აკაკი ყალიჩავა;
ქალთა შორის 7-7 ქულით, ორმა ინგამ: ხურცილავამ და ჭარხალაშვილმა გაინაწილა პირველობა. დამატებითი მაჩვენებლებით მაიას თასის გამარჯვებულის ტიტული ხურცილავამ მოიპოვა.
ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და კოეფიციენტების ცხრილით შემდეგნაირად განლაგდნენ:
3.მერი არაბიძე
4.სოფიკო ხუხაშვილი
საპრიზო მეხუთე ადგილის მფლობელიც დამატებითი მაჩვენებლების ცხრილმა გამოავლინა.
6-6 ქულით V-VII ადგილები გაინაწილეს:
5.მარიამ ჯანიაშვილი
6.ლილე ქორიძე
7.ალექსანდრა ვახანია
ასპარეზობაზე დაწესებული იყო საპრიზო ფონდი 7 300 ლარის ოდენობით, რომელიც ქალთა და ვაჟთა ტურნირებში შემდეგნაირად განაწილდა:
I ადგილი - 1 300 ლარი
II ადგილი - 900 ლარი
III ადგილი - 700 ლარი
IV ადგილი - 500 ლარი
V ადგილი - 250 ლარი
წყარო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.