საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა კვლავ უცვლელი რჩება

საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა კვლავ უცვლელი რჩება და 2026 წლისათვის კვლავ არა უმეტესს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება.
შესაბამისი საკითხი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა.
როგორც მან განმარტა, თავდაცვის ძალების რაოდენობის შეზღუდვა არ გავრცელდება საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს, აგრეთვე, სარეზერვო სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.
თავდაცვის ძალების რაოდენობის შესახებ მთავრობის წარდგინებას, რომელიც პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად შევიდა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება