ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობს. მინისტრებმა შეხვედრაზე რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მინისტრმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციაზე და თავდაცვის სისტემის რეფორმირებაზეც ისაუბრა.
სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.