სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრების დონეზე აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობს. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა.
„აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის მასპინძლობისათვის. მან აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის არსებულ პატივისცემას, კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის ხელი შეუწყოს მხარეებს შორის დიალოგსა და ნდობის განმტკიცებას. მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებსა და კურსებში აზერბაიჯანელი სამხედროების აქტიური მონაწილეობა. ყურადღება გამახვილდა სამმხრივ სწავლებებზეც. გამოითქვა თავდაცვის სფეროში ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის, ასევე სტრატეგიული დონის შეხვედრების არსებული დინამიკის შენარჩუნების სურვილი, რაც ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებას ხელს შეუწყობს.
მომავალ წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს საქართველო უმასპინძლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…