ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს – ჯო ტომასონი

საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს. კალათბურთის ფედერაციის ცნობით, ნაკრებში თელ ავივის მაკაბის 30 წლის უკანახაზელი, ჯო ტომასონი ითამაშებს.
ჯო ტომასონმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის ივლისში კონტრაქტი რუსულ კლუბთან, სანქტ-პეტერბურგის ზენიტთან გააფორმა, რის გამოც, კრიტიკა დაიმსახურა. კრიტიკის გამო, იმ პერიოდში, მან ტვიტერის საკუთარი გვერდი გააუქმა. ტომასონმა რუსული გუნდი 6 თვეში დატოვა და 2023 წლის იანვარში ბერძულ პრომითეას პატრასს შეუერთდა.
წარმოშობით ამერიკელმა კალათბურთელმა, ჯო ტომასონმა კარიერა 2016 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, 10 სხვადასხვა კლუბში უთამაშია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.