ოფიციალურად! საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს [VIDEO]
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს, თელავივის "მაკაბის" უკანახაზელი ჯო ტომასონი ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა.
ტომასონი "მაკაბის" გასულ კვირას შეუერთდა და ჯერჯერობით სადებიუტო მატჩი არ ჩაუტარებია.
უკანახაზელი ბოლოს "გრანადას" ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ 14.1 ქულას, 3.4 მოხსნასა და 3.4 პასს აგროვებდა. უთამაშია რუმინეთის "დინამოში", პოლონეთის "გდანსკში", "ლიუბლინსა" და "ზელონა გორაში", ისრაელის "გალილ გილბოაში", ესპანეთის "მანრესაში", რუსეთის "პეტერბურგში" და ბერძნულ "პრომითეასში".
შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 23 თებერვალს დანიაში გახსნის.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.