ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების პირველი მატჩი გამართა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჩეხებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.
გოლები გაიტანეს: – 32-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ, 53-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ, 63-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ და 66-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა. მე-80 წუთზე კი ჩეხებიდან გოლი ლუკაშ კალვახმა გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყებამდე ქართველ გულშემატკივარს პარიზის ოლიმპიადისა და პარალიმპიური თამაშების მედალოსნებმა მოპოვებული ჯილდოები წარუდგინეს. ალექსანდრე იაშვილმა კი გიორგი მიქაუტაძეს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირის ჯილდო გადასცა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში პირველად ასპარეზობს. B1 ჯგუფში „ჯვაროსნები“ ალბანეთთან, უკრაინასა და ჩეხეთთან ერთად იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 10 სექტემბერს ალბანეთთან გამართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.