საქართველოს დელეგაციის წევრებმა კახში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი მოილოცეს

საქართველოს დელეგაციის წევრებმა ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი მოილოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად აღნიშნეს.
„დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს, წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ეს დღე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მიერ დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად აღნიშნეს.
კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადახდილი სადღესასწაულო წირვის შემდგომ, დელეგაციის წევრები კახში მცხოვრები ქართველობის მთავარ რელიგიურ სიწმინდესა და სალოცავს, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარს ეწვივნენ. სადღესასწაულო მსახურება ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, თეოდორემ (ჭუაძე) და მღვდელმა პეტრე ხუმარაშვილმა შეასრულეს.
რელიგიის სააგენტოს თანამშრომლებმა ადგილობრივ ქართველ მართლმადიდებლებს საჩუქრებად ბიბლია დაურიგეს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, გურამ მაჭარაშვილი და ბადრი ბერიანიძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი, უფროსი სპეციალისტი, ავთანდილ კვერნაძე, იურისტი ალექსანდრე შეყილაძე, მენეჯერი ლაშა მჭედლიძე და სააგენტოს თანამშრომელი ვაჟა ართმელაძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ