„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ყაზახ-საგურამოს D-1000მმ მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ყაზახ-საგურამოს D-1000მმ მაგისტრალურ გაზსადენის 61.5-43.2 კილომეტრებს შორის არსებულ მონაკვეთზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 23 აპრილის 14:00საათიდან 25 აპრილის 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ლემშვენიერას, ქესალოსა და ვახტანგისის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.
„კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ გარდაბნის ნაწილსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ვახტანგისი, ქესალო, ნაზარლო, ჭანდარი, ლემშვენიერა.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.