„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ თერჯოლის გგს-ში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ცნობით, 22 აპრილის 12:00-დან 13:00 საათამდე არგვეთის მიმართულების მომხმარებლებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბუნებრივი აირის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
„გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” თერჯოლის გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორიზაციის კვანძზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 22 აპრილის 12:00-დან 13:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ არგვეთის მიმართულების მომხმარებლებს. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.